საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს ხვდება.
უცნობია, კონკრეტულად რა საკითხს განიხილავენ შეხვედრაზე - პრეზიდენტის ადმინისტრაციას დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.